Thursday, March 10, 2022

მოსწავლეთა VII შიდა სასკოლო კონფერენცია

2022 წლის 1 მარტს, ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში გაიმართა  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მე-9 კლასის მოსწავლემ ლუკა სვანიძემ (ხელ.მასწ. მაკა ჯანელიძე).

თემა: შთაბეჭდილებები და ემოციები ქვეთემა: ზღაპრების ქვეყანაში - II კლასი

კომპლექსური დავალების პირობა: შეარჩიე შენთვის საყვარელი ზღაპარი და სახატავი მასალების ან ციფრული კომპიუტერული პროგრამის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით დახატე იმ ეპიზოდის ილუსტრაცია, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ნამუშევრის შესაქმნელად პრსონაჟებისა და სასურველი გარემოს გამოსახვისთვის გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზი და მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმები. შენი ფანტაზიის შესაბამისად, ემოციის, განწყობის გადმოსაცემად გამოიყენე ძირითადი და შედგენილი ფერები.

კომპლექსური დავალება - "მე და ჩემი მეგობრები" - II კლასი

კომპლექსური დავალების პირობა: დახატე შენი ან შენი მეგობრების პორტრეტი(სამ, ცნება 3)შეეცადე გადმოსცე განწყობა ,ემოცია,როგორიცაა : სიხარული,გაბრაზება ,გაოცება და ა.შ.გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზი, კონტური ,შენთვის ნაცნობი ფერები გეომეტრიული ფორმები (სამ.ცნება 1) ნამუშევრის შესაბამისად მოიფიქრე რაიმე ისტორია და მოუყევი შენს თანაკლასელებს.

კომპლექსური დავალება - "ფერების სამეფოში" - 1-ლი კლასი

კომპლექსური დავალების პირობა: დახატე ორი ნახატი. ერთზე გამოსახე ზღაპრული სამეფო. მის შესაქმნელად გამოიყენე შენთვის ნაცნობი ფორმები და ფერები და შეუსაბამე შენი სამეფოს გამოსახულებებს ისე, როგორც სინამდვილეში იარსებებდა. შემდეგ წარმოიდგინე, რომ მხიარული ჯადოქარი ხარ და ერთ დღეს ამ სამეფოში ყველაფერს შეუცვალე ფერი. მეორე ნახატზე გამოსახე იგივე სამეფო, ოღონდ მხიარული ჯადოქრის მიერ შეცვლილი ფერებით.