6 კლასი |
კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში. (შესაძლებელია
ეს იყოს შენი უახლოესი მეგობარი, ან რომელიმე ისტორიული პირი). ამისათვის: ü გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზი, კონტური. ü პორტრეტი გამოსახე ბუნებრივი, მოცულობითი ფორმებით. ამისათვის
გამოიყენე შუქ-ჩრდილი. ü შეარჩიეთ ფერწერული ტექნიკა. ü ჩანაფიქრის მიხედვით შეარჩიეთ ცივი, თბილი ან კონტრასტული ფერები. ü სურვილის მიხედვით გამოიყენეთ ფერადი
ფანქრები, პასტელები, აკვარელის ან გუშის საღებავები. ü შეარჩიე ნეიტრალური ან რეალისტური ფონი. ü წარადგინე ნამუშევარი და გაასიტყვე. |
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:
·
როგორ გამოიყენე მხატვრული ხერხები,
საშუალებები. ·
როგორ შეარჩიე მასალა და ტექნიკა
ჩანაფიქრის გადმოსაცემად. ·
როგორი ფერები გამოიყენე. ·
რა
სტრატეგიები გამოიყენე/რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე; რას გააკეთებდი განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობას. |
პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ
დავალბაზე: ü პორტრეტის შექმნისას გაითვალის, რომ კარგი პორტრეტი მხოლოდ ადამიანთან
გარეგნული მსგავსების გადმოცემას არ გულისხმობს - მხატვარმა ნატურის ხასიათი, განწყობა, უნდა წარმოგვიდგინოს. ü თავდაპირველად მოიფიქრე, კონკრეტულად ვისი პორტრეტის დახატვა გსურს. ü გაიხსენე მისი სახასიათო ნიშნები და ყურადღება გაამახვილეთ მათზე; შეეცადე გამოკვეთო ამ ადამიანის ხასიათი, განწყობილება, ასაკი... ü მოიფიქრეთ, სამოსის რომელი დეტალებით ან აქსესუარებით შეძლებთ
მიანიშნოთ ამ ადამიანზე (მის ასაკზე, პროფესიაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ეპოქაზე,
რომელშიც ის ცხოვრობს, მის შინაგან სამყაროზე და ა.შ.). ü სურვილისამებრ შეგიძლია შექმნა პორტრეტის ნიმუში ინტერიერში
ან პეიზაჟის ფონზე. |
Sunday, November 22, 2020
პირველი კომპლექსური დავალება - VI კლასი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....
No comments:
Post a Comment