Thursday, July 2, 2026

სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩხუმში, სადაც კულტურულ-შემეცნებითი და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები მოვინახულეთ.

ექსკურსიის ფარგლებში ვეწვიეთ ოფიტარას ჩანჩქერს, სოფელ ბარდნალაში მდებარე ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს, რაჩხას ჩანჩქერს, ცაგერის მწვანე თეატრს, მაქსიმე აღმსარებლის მონასტერს, მურის ციხეებსა და ქულბაქის მწვანე ტბას.

მოგზაურობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ ლეჩხუმის ბუნებრივ სილამაზეს, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ერთობლივად გატარებულმა დღემ ხელი შეუწყო კლასის წევრებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, თანამშრომლობის, მეგობრობისა და პოზიტიური ემოციების განმტკიცებას. ექსკურსია სასწავლო წლის ღირსეული და შთამბეჭდავი დასასრული აღმოჩნდა.
















ფილმი, რომელმაც დაგვაფიქრა - ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ფილმის ჩვენება

                 VII გ კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად იმყოფებოდნენ კინოთეატრში, სადაც ნახეს  ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი 2008 წელს გადაღებული დრამატული ფილმი. რეჟისორმა მარკ ჰერმანმა ფილმი გადაიღო ამავე სახელწოდების მქონე ირლანდიელი ჯონ ბოინის ნოველის მიხედვით.

  ფილმმა მოსწავლეებში მრავალფეროვანი ემოციები გამოიწვია. მათ განსაკუთრებული თანაგრძნობა გამოხატეს მთავარი გმირების მიმართ და მძაფრად განიცადეს ბავშვების ბედით გამოწვეული ტრაგედია. ფილმის ყურებისას მოსწავლეები დაფიქრდნენ ომის მძიმე შედეგებზე, ადამიანის სიცოცხლის ფასსა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.

დისკუსიისას მათ აღნიშნეს, რომ ფილმმა კიდევ ერთხელ დაანახა, რამდენად დამანგრეველია სიძულვილი, დისკრიმინაცია და ადამიანთა შორის გაუცხოება. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ფილმის დასასრული, რომელმაც მოსწავლეებში სევდა, სამართლიანობის განცდა და მშვიდობის დაცვის აუცილებლობის გააზრება გააძლიერა.

ვიზიტმა არა მხოლოდ ისტორიული ცოდნის გაღრმავებას შეუწყო ხელი, არამედ მოსწავლეებში ჰუმანური ღირებულებების, თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის განცდაც კიდევ უფრო გააძლიერა.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

 












 



სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...

პოპულარული პოსტები