Sunday, June 22, 2025

6გ კლასი - ეროვნული სამოსის დღე

      ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა. შარშან ამ დღეს ღონისძიება მივუძღვენით.  6გ კლასის მოსწავლეები და მშობლები წელსაც ხალისით ჩაერთნენ ამ დღის აღსანიშნავად ღონისძიების სამზადისში. 6ა, ბ და გ კლასებმა ერთობლივად მოწყვეს ქართლ-კახეთის კუთხე. გაშალეს სუფრა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები.

     










8 მარტი

        6გ კლასის ვაჟებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს კლასის გოგონებს. სანდრო სულაბერიძემ კი ტიტები აჩუქა კლასელ გოგონებს, რამაც ძალიან გაახარა ბავშები.








6გ კლასის ექსკურსია მცხეთა-საგურამოში

6გ კლასი დ ნაზარიშვილის მეომრიალურ მუზეუმში - გაკვეთილი "ფიროსმანი"

      ქუთაისის N33 საჯარო სკოლის 6გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და ამასთანავე ხელოვნების პედაგოგი მაკა ჯანელიძე საგანმანათლებლო ვიზიტით ვიმყოფებოდით დიმიტრი ნაზარიშვილის მემორიალურ მუზეუმში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. მოსწავლეებმა  შეძლეს ფიროსმანის სტილში საინტერესო ნამუშევრების შექმნა. მადლობა მასპინძლობისა და შთამბეჭდავი გაკვეთილისთვის ქალბატონ ლელა მახარაძეს.

      

















6გ კლასი მხატვარ ვიტალი კაპანაძის პერსონალურ გამოფენაზე

         6გ მოსწავლეები ესტუმრნენ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინთ მხატვარ ვიტალი კაპანაძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ტილოები, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი არის წარმოჩენილი. დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა, როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე. ღირსების ორდენოსანი ფერმწერი 1974 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და მრავალი სიგელი თუ პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში, ასევე როგორც წლის საუკეთესო ხელოვანმა. ვიტალი კაპანაძის ნამუშევრების ნაწილი დაცულია მოსკოვში, ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. ასევე, ნიუპორტის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

















6გ კლასის ღონისძიება "ქუთაისქალაქობა"

 

            დღეს ჩვენი საყვარელი ქალაქის დღეა!

ყველაზე მზიანი, თბილი, ტკბილი, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის - ქუთაისის დღე!

ვუსურვებთ მარადიულად ბრწყინავდეს თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და ყველა ქალაქთა შორის გამორჩეული ეშხით!

გილოცავთ ქუთაისქალაქობას! გილოცავთ ყველას, ვისაც გიყვართ და ვინც გულშემატკივრობთ ქუთაისს!


       6გ კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წლის დასასრულის მოახლოება, ტრადიციულად მაისის თვეში ღონისძიებით აღნიშნეს. ამჯერად ღონისძიება ქუთაისქალაქობას და ტრადიციულ სახალხო დღესასწაულ „გვირილობას“ მიეძღვნა. 

       მოგეხსენებათ, ქუთაისქალაქობას მეორენაირად გვირილობის დღესასწაულსაც უწოდებენ. ,,გიმნაზისტკებისა“ და ,,გიმნაზისტები ფორმაში გამოწყობილმა თვალხატულა გოგო-ბიჭებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოცხალი გვირილებით ქუთაისქალაქობა მიულოცეს.  

      ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.  მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქუთაისის ისტორია დასაბამიდან დღემდე. მოსწავლეებმა „ცისფერყანწელთა პოეტების, საზოგადო მოღვაწეების, ბაღის კიდელების, ქუტაისელი მხატვრის, ილო ფოტოგრაფისა და პიკაოსოს ბიჭის საინტერესო სახეები შექმნეს. 

     ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ბიბი სახელაშვილის შრომის შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეები მეტყველებდნენ გამარტულად, მხატვრულად. ღონისძიება გაჯერებული იყო ცოცხალი სიმღერებით, რომელიც მუსიკის პედაგოგ ნანა ჭირაქაძის დამსახურებაა.

       დამრიგებელი და ხელოვების პედაგოგი მაკა ჯანელიძე მოსწავლეებს აძლევს არა მხოლოდ საგნობრივ განათლებას, არამედ ზრუნავს მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უანრების წარმოჩენა-განვითარებაზე. 

       

"ახლა ქუთაისში ვარ და გულმა გაიამინდა,

ახლა ქუთაისის გარდა, არსად ყოფნა არ მინდა"...






































სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...

პოპულარული პოსტები