6გ მოსწავლეები ესტუმრნენ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინთ მხატვარ ვიტალი კაპანაძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ტილოები, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი არის წარმოჩენილი. დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა, როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე. ღირსების ორდენოსანი ფერმწერი 1974 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და მრავალი სიგელი თუ პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში, ასევე როგორც წლის საუკეთესო ხელოვანმა. ვიტალი კაპანაძის ნამუშევრების ნაწილი დაცულია მოსკოვში, ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. ასევე, ნიუპორტის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში
სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...
პოპულარული პოსტები
-
უკვე რამდენიმე წელია სასკოლო ტრადიციად იქცა საახალწლოს სკოლის ფანჯრების საახალწლო თემატიკის ნახატებით მოხატვა. მოხატვის პროცესში ჩართულია ...















No comments:
Post a Comment