Sunday, May 7, 2023
🌵🌳🌿STEAM პროექტი - "მწვანე სახურავი"🌵🌳🌿
2022-2023 სასწავლო წელს ქ. ქუთაისის N33 სკოლაში განხორციელდა STEAM პროექტი - "მწვანე სახურავი". პროექტი ინტეგრირებული იყო საგნებთან: ხელოვნება, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. პროექტის იდეის გაცნობის შემდეგ, საგნის მასწავლებლებმა მოსწავლეებს გაუნაწილეს დავალებები. საბოლოო პროდუქტი შედგებოდა შენობის ორი მოდელისგან, ერთი ჩვეულებრივი სახურავით და მეორე მწვანე სახურავით. ასევე სარწყავი სისტემისგან. პროექტში მონაწილე მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ასევე მოამზადს პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაუსვეს რომ მწვანე ნარგავები ადამიანის ირგვლივ არსებულ გარემოში აუცილებელია, რადგან ისინი გამოყოფენ ადამიანისათვის აუცილებელ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშიროჟანგს. ამით მწვანე ნარგავები ადამიანისათვის აუცილებელ სასიცოცხლო გარემოს ქმნიან.
აღნიშნული პროექტით, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში ჩატარებულ სასკოლო ფესტივალში „STEAM-2023”.
ფესტივალი „STEAM-2023” მიზანი გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელოვნებო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა.
Saturday, May 6, 2023
ზაქარია ფალიაშვილის სახლ მუზეუმში
IVგ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი და მშობლები 2023 წლის 27 აპრილს იმყოფებოდნენ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღსა და ზაქარია ფალიაშვილის სახლ მუზეუმში. ბავშვებმა თავდაპირველად დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, შემდეგ ესტუმრნენ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს. სახლ მუზეუმში ბავშვებს გიდობა გაუწია მუსიკის პედაგოგმა ნინო დოღონაძემ.
Subscribe to:
Posts (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....