Saturday, July 2, 2022
კოლაჟის ტექნიკით ნამუშევარში საყვარელი ცხოველის/ფრინველის გამოსახვა
თემა: ბუნების შვილები
ქვეთემა: ჩემი საყვარელი ცხოველი/ფრინველი
კლასი: II
კოლაჟის ტექნიკით შექმენი ნამუშვარი რომელზეც გამოსახული იქნება შნთვის სასურველი ცხოველი ან ფრინველი. ნამუშევრის შესაქმნელად ცხოველი/ფრინველი გამოსახე სხვადასხვა სიქის კონტურის ხაზით.
დააკვირდი რომელი მარტივი გეომეტრიული და ბუნებაში არსებული ფორმები ჭარბობს მის აგებულებაში და სხვადასხვა მასალის გამოყენებით (მაგ. ფოთოლი, ძაფი, ბამბა და აშ.) ასახე დავალებაში.
ნამუშევარი გააფორმე ცისარტყელას ფერებით.
ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:
· რომელი ტექნიკა და მასალა (სამ. ცნება 2) გამოიყენე მამუშევრის შექმნისას და როგორ?
· როგორ გამოიყენე ხაზი (სამ. ცნება1) ნამუშევრის შესაქმნელად?
· რომელი ფრომები (სამ. ცნება1) გამოიყენე?
· რომელი ფერები (სამ. ცნება 1) ჭარბობს შენს ნამუშევარში და როგორ ემოციას აღძრავენ ისინი?
VII ა კლასი სტუმრად გალერეა "ვარლაში"
2022 წლის აპრილის თვეში, ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის VII ა და VIIგ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან და ხლოვნების მასწავლებელთან ერთად, ეწვივნენ გალერეა "ვარლას" და დაათვალიერეს ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონული ორგანიზაციის მხატვართა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა.
"გაზაფხულის ფერები"
2022 წლის პირველ აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის ბაბალე სახელაშვილის მიერ ჩატარდა სასკოლო ღონისძიება "გაზაფხულის ფერები", სადაც მონაწილეობა მიიღო XIბ კლასის მოსწავლე ლევან მორალიშვილმა.
კვლავ ჩემპიონები
2022 წლის აპრილის თვის დასაწყისში ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ჩატარდა ალექსანდრე კახაძის სახელობის ჩემპიონატი შიდა სასკოლო პირველობაზე ფრენბურთში, სადაც XIბ კლასის ვაჟთა ნაკრებმა გუნდმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. კლასის სახელით ითამშეს საბა დავითულიანმა, ანზორ დონაძემ, დიმიტრიოს ლეთოდიანმა, საბა თევდორაძემ, დათო ბურკაძემ, ოთო მაღლაკელიძემ და ნიკოლოზ ბაღდავაძემ. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ამავე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბაღდავაძე.
კიდევ ერთი პირველი ადგილი
ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში 2022 წლის 14 აპრილს გაიმართა ქართული ენის მოყვარულთა კალიგრაფიის საქალაქო კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო XIბ კლასის მოსწავლე დიმიტრიოს ლეთოდიანმა და დაიკავა პირველი ადგილი.
ექსკურსია ფშავსა და ყაზბეგში
თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნისადმი გაუცხოებაც აქედან დაიწყება. ექსკურსია ხომ მხოლოდ გართობასა და დასენებას არ ემსახურება - ბავშვები უკეთ ეცნობიან სამშობლოს და მისადმი სიყვარულიც უღვივდებათ.
საინტერესო და მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.
ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმითაა ცნობილი, დაიბადა ფშავის სოფელ ჩარგალში 1861 წლის 14 (26 ივლისს). სოფელი ჩარგალი არაგვის ხეობაში მდებარეობს, გარშემო მას სალი კლდეები, უღრანი ტყით შემოსილი მთები და ალპური ბალახით დაფარული მაღალი ქედები დასცქერის. ვაჟას მშობლები ფშავის მკვიდრნი იყვნენ.
ლომისა - უძველესი სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი.
გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
როგორც თავად პატრიარქი იხსენებს, ბავშვობასა და სიყმაწვილეში იგი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, სნოსა და თრუსოს ხეობებში მოივლიდა და აქ გაბნეულ მრავალრიცხოვან ციხე-კოშკებსა და ეკლესია-მონასტრებს ათვალიერებდა...
ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს.
ბაზალეთის ტბა მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ ნაზავს გარემოში. ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.
Subscribe to:
Posts (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....