Saturday, July 2, 2022
ექსკურსია ფშავსა და ყაზბეგში
თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნისადმი გაუცხოებაც აქედან დაიწყება. ექსკურსია ხომ მხოლოდ გართობასა და დასენებას არ ემსახურება - ბავშვები უკეთ ეცნობიან სამშობლოს და მისადმი სიყვარულიც უღვივდებათ.
საინტერესო და მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო ექსკურსია, რომელიც გარდა იმისა, რომ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა, მათში მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით უნარებს. ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.
ლუკა რაზიკაშვილი, რომელიც ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმითაა ცნობილი, დაიბადა ფშავის სოფელ ჩარგალში 1861 წლის 14 (26 ივლისს). სოფელი ჩარგალი არაგვის ხეობაში მდებარეობს, გარშემო მას სალი კლდეები, უღრანი ტყით შემოსილი მთები და ალპური ბალახით დაფარული მაღალი ქედები დასცქერის. ვაჟას მშობლები ფშავის მკვიდრნი იყვნენ.
ლომისა - უძველესი სალოცავი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი.
გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).
როგორც თავად პატრიარქი იხსენებს, ბავშვობასა და სიყმაწვილეში იგი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, სნოსა და თრუსოს ხეობებში მოივლიდა და აქ გაბნეულ მრავალრიცხოვან ციხე-კოშკებსა და ეკლესია-მონასტრებს ათვალიერებდა...
ვულკანური წარმოშობის ბაზალეთის ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზეა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გარშემო კი მთები აკრავს, რაც ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. ეს ადგილი ცნობილია არა მხოლოდ ტბის სილამაზით, ან ბუნებით, ასევე, და უფრო მეტადაც სწორედ ტბის სამკურნალო თვისებების გამო. ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება და არც გაედინება. ის მდიდრდება მხოლოდ და მხოლოდ წვიმის წყლითა და მიწისქვეშა მინერალებით, რაც ხდის მას ასეთ უნიკალურს.
ბაზალეთის ტბა მთის ჰაერი და ტბის სამკურნალო თვისებები ქმნიან უნიკალურ ნაზავს გარემოში. ბაზალეთის ტბა განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი განთიადითა და დაისით, რაც ნამდვილად ცალკე სიამოვნებაა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....
No comments:
Post a Comment