Thursday, June 29, 2023
სტუმრად ქ. ქუთაისის N1 ბაგა-ბაღში
ქ. ქუთაისის N 1 ბაგა-ბაღს ეწვივნებ ყოფილი აღსაზრდელები, აწ უკვე ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი კომპლექური დავალებები, პრეზენტაციები, მათი ნამუშევრები სასკოლო გარემოში და არა მარტო. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრამ წარადგინა IIIა კლასის მოსწავლეების საბიანა გენელიძის და ლუკა რიჟამაძის საგან ხელოვნებაში შესრულებული კომპლექსური დავალებები.
სპორტის საერთაშორისო დღე
ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლა, ადმინისტრაცია, მოსწავლეები და პედაგოგები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური ორგანიზაციის თანადგომით, გამოეხმაურა მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს!
ჩვენს სკოლას სტუმრობდა:
იმერეთის ოლიმპური კომიტეტის თავმჯდომარე - რევაზ რობაქიძე.
ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებათა მმართველი-კობა ფხაკაძე.
საქალაქო ღონისძიებების ხელმძღვანელი -მანანა მანაგაძე.
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - დავით გორდელაძე;
კახიანოურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი-ელიზა აბზიანიძე
ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა დიდი მონდომებით ჩაერთო ღონისძიების ორგანიზებაში. IIა და IIIა კლასის მოსწავლეებმა გააფერადეს სკოლის ეზოში დახატული ოლიმპიადის ლოგო. ბავშვებისთვის ეს აქტივობა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. სკოლის დერეფანში მოეწყო სკოლის წარმატებული სპორტსმენების ჯილდოების გამოფენა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში მათ მიერ მოპოვებული მედლები, თასები და დიპლომები. ჩატარდა მხიარული სტარტები, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრნენ Vა და Vბ კლასის მოსწავლეები. ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისათვის კათედრა დაჯილდოვდა დიპლომით.
Wednesday, June 28, 2023
4გ კლასი - ექსკურსია სამეგრელოში 18.06.2023
2022-2023 სასწავლო წელი დავაგვირგვინეთ ექსკურსიით სამეგრელოში. მოვინახულეთ დადიანების სასახლე ზუგდიდში, ნიკოსეული სასახლე და საზაფხულო რეზიდენცია სალხინოში, ასევე დავათვალიერეთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, მარტვილის კანიონი და გავისეირნეთ ნავებით.
Subscribe to:
Posts (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....