X კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ მაკა ჯანელიძესთან ერთად ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ. ვიზიტი დაიგეგმა პროექტის ფარგლებში. პროექტის თემა იყო - კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა. მათ ასევე მოინახულეს ფალიაშვილის ქუჩის N15-ში მდებარე შენობის ფასადზე არსებული კერამიკული პანო "კოლხეთი", რომელსაც 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
Tuesday, February 28, 2023
Saturday, February 25, 2023
მუსიკის გაკვეთილი - IVგ კლასში
Wednesday, February 15, 2023
4გ კლასი - ფილმის ჩვენება
Monday, February 13, 2023
მშობლის მასტერკლასი VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეებისათვის
მოგეხსენებას რაოდენ მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. მითუმეტეს თუ მშობელი შეოქმედი და საინტერესო ადამიანია. VIIIა კლასის მოსწავლე ნიკა აფციაურის დედა ქრისტინე ლოსაბერიძე ულამაზეს ხელნაკეთ გულსაბნევებს ჰქმნის. ხელოვნების მასწავლებელს დამებადა იდეა, რომ ქალბატონი ქრისტინა მოგვეწვია სკოლაში, რომ მისი შვილების თანაკლასელებისათვის ჩაეტარებინა მასტერკლასი. იდეა გავანდე VIIIა კლასის დამრიგებელ ნანა კვიტაშვილს, რომელიც სიხარულით დათანხმდა. მან ორგანიზება გაუწია ბავშვების ინფორმირებასა და კლასის მოწყობას, თავადაც ინტერესით ჩაერთო პროცესში. VIIIა კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვიწვიეთ VIIIბ კლასის გოგონებიც. მასტერკლასი ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და მრავალფერონანი აღმოჩნდა. მოსწავლეები თავადაც შეეცადნენ შეექმნათ ხელნაკეთი ბროში. ქალბატონი ქრისტინე ენერგიას არ იშურებდა, მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმიც უხსნიდა და ასწავლიდა ხელნაკეთი გულსაბნევის შექმნის ტექნიკას. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა და მშობელთა დაახლოებას, ინტერესთა სფეროს გაზიარებასა და ახალი უნარების შეძენას.
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....