Monday, February 13, 2023

მშობლის მასტერკლასი VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეებისათვის

მოგეხსენებას რაოდენ მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში. მითუმეტეს თუ მშობელი შეოქმედი და საინტერესო ადამიანია. VIIIა კლასის მოსწავლე ნიკა აფციაურის დედა ქრისტინე ლოსაბერიძე ულამაზეს ხელნაკეთ გულსაბნევებს ჰქმნის. ხელოვნების მასწავლებელს დამებადა იდეა, რომ ქალბატონი ქრისტინა მოგვეწვია სკოლაში, რომ მისი შვილების თანაკლასელებისათვის ჩაეტარებინა მასტერკლასი. იდეა გავანდე VIIIა კლასის დამრიგებელ ნანა კვიტაშვილს, რომელიც სიხარულით დათანხმდა. მან ორგანიზება გაუწია ბავშვების ინფორმირებასა და კლასის მოწყობას, თავადაც ინტერესით ჩაერთო პროცესში. VIIIა კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვიწვიეთ VIIIბ კლასის გოგონებიც. მასტერკლასი ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და მრავალფერონანი აღმოჩნდა. მოსწავლეები თავადაც შეეცადნენ შეექმნათ ხელნაკეთი ბროში. ქალბატონი ქრისტინე ენერგიას არ იშურებდა, მოსწავლეებს დიდი ენთუზიაზმიც უხსნიდა და ასწავლიდა ხელნაკეთი გულსაბნევის შექმნის ტექნიკას. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებშიმსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეთა და მშობელთა დაახლოებასინტერესთა სფეროს  გაზიარებასა და ახალი უნარების შეძენას.
















No comments:

Post a Comment