Saturday, February 25, 2023
მუსიკის გაკვეთილი - IVგ კლასში
მოგეხსენებათ, ურთიერთდასწრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა. სწორედ ამიტომ ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის წევრები ერთმანეთს ვესწრებით ხოლმე. დასწრების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული განვითარება და თანამშრომლობაა.
2023 წლის 3 თებერვალს ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი მაკა ჯანელიძე დაესწრო IVგ კლასში მუსიკის გაკვეთილს. მუსიკის პედაგოგმა ქ-ნმა ნინო დოღონაძემ, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ჩაატარა მრავალმხრივ საინტერესო გაკვეთილი. კომპლექსური დავალების თემა იყო "მუსიკის როლი ანიმაციურ და საყმაწვილო კინოში".
გაკვეთილზე სუფევდა ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული გარემო. მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იგრძნობოდა კეთილგანწყობა და თანასწორობაზე აგებული გარემო. ორივე მხრიდან იყო აქტიური მოსმენა და განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა. მასწავლებლის მიერ შერჩეული და წარმოდგენილი რესურსები იყო მიზნობრივი და თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასათვის. მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....
No comments:
Post a Comment