Monday, May 10, 2021

კალიგრაფიული კონკურსი 2021

ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლემ დიმიტრიოს ლეთოდიანმა II ადგილი დაიკავა კალიგრაფიის კონკურსში. კონკურსი ჩატარდა 2021 წლის 11 აპრილს, ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში, კერძო და საჯარო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. 14 აპრილს კი, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებისა და კორნელი კეკელიძის ეროვნული ცენტრის მიერ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა "ჩემი დედაენა" და კალიგრაფიულ კონჯურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი ჯილდოთი და გადაეცათ სერთიფიკატები.

No comments:

Post a Comment