Tuesday, April 4, 2023
4გ კლასი - სადამრიგებლო საათი "რა უნდა იდოს და რა არა მოსწავლის ჩანთაში"
IVგ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო კლასის საათი თემაზე "რა უნდა იდოს და რა არა მოსწავლის ჩანთაში". ბოლო დროს შევამჩნიე, რომ მოსწავლეები ისეთი ნივთებით ერთობოდნენ შესვენებაზე, რომლებიც წესით, სკოლის მოსწავლის ჩანთაში ადგილს არ უნდა იკავებდნენ. თავდაპირველად მოსწავლეებს ვკითხე, მათი აზრით, თუ რა არ უნდა ჰქონოდეს მოსწავლეს ჩანთაში. ბავშვებმა გამოთქვეს ვარაუდები. შემდეგ ვაჩვენე ჩემს მიერ მომზადებული პრეზენტაცია.
ბოლოს ბავშებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს თავიანთი ჩანთების შიგთავსი. რამდენიმემ აღმოაჩინა, რომ იმ დღისთვის არასაჭირო სახელმძღვანელოებთან ერთად ჩანთაში ჰქონდათ სხვა ნივთები. მაგ. ტუჩსაცხი, სამაჯურები და ა.შ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პოპულარული პოსტები
-
6 კლასი კომპლექსური დავალების პირობა შექმენი თქვენთვის საინტერესო ადამიანის რეალისტური პორტრეტი ფერწერის დარგში....
No comments:
Post a Comment