ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში ჩატარებულ სასკოლო ფესტივალში „STEAM-2023”. ფესტივალი „STEAM-2023” მიზანი გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო, სახელოვნებო და ტექნოლოგიურ (STEAM) სფეროებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლის მასწავლებლებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობა. გამოფენაში სხვა კათედრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრამ. მასწავლებლებელმა მაკა ჯანელიძემ კათედრის სხვა წევრებთან ერთად წარმოადგინა მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები. VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეებმა ნინო მორალიშვილმა, მათე მებურიშვილმა და ჯაბა ჭულუხაძემ წარმოადგინეს პაპიე მაშეს ტექნიკით დამზადებული ვენეციური საკარნავალო ნიღბები და მუყაოს ქაღალდისგან დამზადებული აფრიკული სარიტუალო ნიღბები. ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა მხრიდან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
Wednesday, March 22, 2023
Subscribe to:
Post Comments (Atom)
სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში
სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...
პოპულარული პოსტები
-
უკვე რამდენიმე წელია სასკოლო ტრადიციად იქცა საახალწლოს სკოლის ფანჯრების საახალწლო თემატიკის ნახატებით მოხატვა. მოხატვის პროცესში ჩართულია ...










No comments:
Post a Comment