Wednesday, June 28, 2023

სადამრიგებლო საათი - "მე რომ დამრიგებელი ვიყო"

4გ კლასში ჩავატარე სადამრიგებლო საათი თემაზე "მე რომ დამრიგებელი ვიყო".
ბავშვებმა ანონიმურად შეავსეს ჩემს მიერ წინასწარ შედგენილი კითხვარები. მათ ისაუბრეს თუ რა მოსწონთ დამრიგებელში და რის შეცვლას ისურვებდნენ. უმეტესობა წერდა, რომ მოსწონთ დამრიგებლის წესები და ის, რომ ამ წესებს თავად არასოდეს არღვევს. დაწერეს, თუ თვითონ როგორი დამრიგებლები იქნებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვებს სურდათ ისეთივე თვისებების დამრიგებლები ყოფილიყვნენ თავად, როგორიც მათი დამრიგებელია. სადამრიგებლო საათის ბოლოს, ბავშვებთან ერთად სკოლის ეზოში მხიარული შეჯიბრი გავმართე.

No comments:

Post a Comment