სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სავალდებულო პროექტის ფარგლებში N33 საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წლის II სემესტრში აირჩიეს თემა "ჩემი ქალაქის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია". ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე მოსწავლეები ესტუმრნენ ზურაბ ჯავახაძის სახელობის ქუთაისის სპორტის მუზეუმს. სპორტის მუზეუმი ფალიაშვილის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს. მუზეუმში დაცულია 1600-ზე მეტი ექსპონატი. მოსწავლეებმა ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ოლიმპიური თამაშების, მოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმს აქვს უნიკალური ფოტოარქივი. მათ შორის არის XIX საუკუნის ფოტოებიც, რომლებიც ასახავს ქართული სპორტის ისტორიას. აღნიშნულმა, მოსწავლეების დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
No comments:
Post a Comment