დღეს, VII გ კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმს ვესტუმრეთ. მუზეუმში ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალზე საინტერესო, ემოციური და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ჯიშკარიანმა მუზეუმს დიდი სითბოთითა და სიამაყით გადასცა თავისი საამაყო ბაბუის — შინდისის გმირის, ვეფხია ჯიშკარიანის ფოტოსურათი. მუზეუმის დირექტორი მარიამს დაჰპირდა, რომ აღნიშნულ ფოტოს შინდისის გმირების სტენდზე საპატიო ადგილს მიუჩენდა.
მუზეუმში სტუმრობა ძალზე ემოციური აღმოჩნდა დათი ძნელაძისთვისაც. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ავღანეთში მებრძოლი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეომრები იყვნენ ასახულნი, დათიმ მამა, უმცროსი სერჟანტი ზვიად ძნელაძე ამოიცნო. გმირ მებრძოლებს შორის მამის ფოტოს ნახვამ დათი არა მხოლოდ სიამაყის, არამედ პატივისცემის გრძნობითაც აღავსო.
ამ მომენტებმა, მუზეუმში ვიზიტს, კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა შესძინა. მოსწავლეებისათვის ეს აღარ იყო მხოლოდ ექსკურსია, არამედ პირადი შეხვედრა საკუთარი ოჯახის ისტორიასთან და იმ გმირებთან, რომლებმაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზა განვლეს.






.jpg)








No comments:
Post a Comment