Saturday, June 21, 2025

10ბ კლასი დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეში





         სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სავალდებულო პროექტის ფარგლებში N33 საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წლის II სემესტრში აირჩიეს თემა "ჩემი ქალაქის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია". ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე  მოსწავლეები ესტუმრნენ დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას. მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინთ მხატვარ ვიტალი კაპანაძის პერსონალური ნამუშევრების გამოფენა.  ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული ტილოები, სადაც მისი შემოქმედების თითქმის ყველა ჟანრი და ეტაპი არის წარმოჩენილი. დავით კაკაბაძის პრემიის ლაურეატის, ვიტალი კაპანაძის ნამუშევრები არაერთხელ გამოფენილა, როგორც საერთაშორისო და ჯგუფურ, ასევე პერსონალურ გამოფენებზე. ღირსების ორდენოსანი ფერმწერი 1974 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და მრავალი სიგელი თუ პრემია მიიღო, როგორც წლის საუკეთესო ნამუშევრის ნომინაციაში, ასევე როგორც წლის საუკეთესო ხელოვანმა. ვიტალი კაპანაძის ნამუშევრების ნაწილი დაცულია მოსკოვში, ტრეტიაკოვსკის სახელმწიფო გალერეასა და აღმოსავლეთის ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. ასევე, ნიუპორტის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, სტალინის სახლ-მუზეუმსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

             გამოფენამ მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.




















No comments:

Post a Comment

სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...

პოპულარული პოსტები