სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სავალდებულო პროექტის ფარგლებში N33 საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წლის II სემესტრში აირჩიეს თემა "ჩემი ქალაქის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია". ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე მოსწავლეები ესტუმრნენ ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის მუზეუმს. მოსწავლეები დაათვალიერეს მუზეუმი. გაეცნენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების აგებულებას, სხვადასხვა ანომალიებს. მოისმინეს ბიოლოგიის დოქტორის თამარ ჭეიშვილის საინტერესო ლექცია, მუზეუმში დაცული საოცარი ექსპონატების შესახებ და შეიტყვეს მრავალი უცნობი ინფორმაცია.
მოსწავლეებისათვის საინტერესო და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა მუზეუმში ვიზიტი.
No comments:
Post a Comment