Sunday, June 22, 2025

10 ა კლასი ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმში

             სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სავალდებულო პროექტის ფარგლებში N33 საჯარო სკოლის X ბ კლასის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წლის II სემესტრში აირჩიეს თემა "ჩემი ქალაქის მუზეუმები და მათი პოპულარიზაცია". ამ პროექტის განხორციელების ერთ-ერთ ეტაპზე  მოსწავლეები და ხელოვნების მასწავლებელი მაკა ჯანელიძე ესტუმრნენ  ქუთაისის საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმს. მუზეუმი მდებარეობს ბროსეს ქუჩის 2 ნომერში. იგი 1975 წლის 9 მაისს დაარსდა. მუზეუმში დაცულია 2000-ზე მეტი ექსპონატი. ქუთაისის საბრძოლო დიდების მუზეუმში დაცულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის ამსახველი მასალები, იარაღ-საჭურველი, II მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მასალები, ქუთაისელ ჯარისკაცთა ფოტოები, ჯილდოები, მიმოწერა და სხვა დოკუმენტები და აფხაზეთსა და 2008 წლის ომების ამსახველი დოკუმენტური მასალები. მუზეუმში მრავალ საინტერესო ექსპონატს გაეცნობით, რომლებიც საქართველოს ისტორიის რთულ და ტრაგიკულ ასპექტებს ასახავენ.

          აღნიშნულმა, მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.





No comments:

Post a Comment

სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...

პოპულარული პოსტები