Sunday, June 22, 2025

"მადლობა თავისუფლებისთვის - 9 აპრილი"

        6გ კლასის მოსწავლეები არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. კლასში, სასწავლო ნაწილის ქალბატონ თამარ ქობულაძის ინიციატივითა და დამრიგებლის, მაკა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა ჩატარდა. 
       აქტივობა საინტერესოდ წარიმართა. პედაგოგები მოსწავლეებს  9 აპრილის მოვლენებზე ესაუბრნენ, გააცნე ფოტო და ვიდეო მასალა. მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. 
       აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოხდა. 






 

No comments:

Post a Comment

სასწავლო წლის შემაჯამებელი ექსკურსია ლეჩხუმში

 სასწავლო წელი ტრადიციულად შემაჯამებელი ექსკურსიით დავასრულეთ. VII გ კლასის დამრიგებელი, მოსწავლეები და მშობლები ერთობლივად ვიმყოფებოდით ლეჩ...

პოპულარული პოსტები